“ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში გაკეთებული განცხადების, რომ გაერთიანებული ოპოზიციას ზუგდიდში დამკვირვებლებად ზონდერები ჩაჰყავს, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მისი თქმით, “ქართული ოცნება“ ამბობს,რომ თითქოს ოპოზიციას ზუგდიდში არეულობის და დესტაბილიზაციას მოწყობა სურს და ამ მიზნით ახდენ ადამიანების მობილიზებას.
“ამაზე საუბრობს ხელისუფლება,რომელიც 2013 წლიდან არჩევნებს იპარავს. ჩამოგვყავს უპრეცედენტო რაოდენობა,რადგან შევისწავლეთ მათი ქმედებები,როგორ მოქმედებენ.არჩევნებს 5 ათასი დამკვირვებელი დააკვირდება მათი მხიდან,უპრეცედენტო რაოდენობა, რომლებიც იმუშავებენ, რომ არ მოხდეს გაყალბება. პარტიიდან მათ აქვთ დირექტივა, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში ასევე, იმოქმედონ ისე,როგორც ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალას შეეფერება. ყველა დამკვირვებელზე გაცემულია დირექტივა, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს, არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით. არ მოვაპარინებთ ხელისუფლებას ზუგდიდელების ხმებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.