პარტია “ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო პროცესების ჩაშლისთვის ემზადება. როგორც პარტიის საარჩევნო შტაბში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, სწორედ ამ მიზნით ჰყავს ოპოზიციას დიდი რაოდენობით აქტივისტი მობილიზებული ზუგდიდში. მისი ცნობითვე, გაერთიანებული ოპოზიცია კიდევ უფრო მეტი ატივისტის ჩაყვანას გეგმავს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ეს კი, როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მათი კანდიდატის გიორგი შენგელიას წარმატებას უკავშირდება. როგორც თალაკვაძე ამბობს, მას ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის შემთხვევაში პირველივე ტურში გამარჯვების შესძლებლობა აქვს:
“ეს ინფორმაცია აქვს “ნაციონალურ მოძრაობასაც“ და მათ კამპანიაში ბოლო დღეებში იმატა დაძაბულობამ. მათ აქვთ მონაცემები, რომ “ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი შენგელიას მაღალი აქტივობის შემთხვევაში აქვს პირველივე ტურში გამარჯვების დიდი შანსი და შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ ისინი გეგმავენ გაყალბებული მონბაცემებით, პროპაგანდის გზით რეალობის შეცვლით და გადაკეთებით, წინასწარ შეამზადონ ფონი და საზოგადოება დაარწმუნონ, რომ თითქოს მათ კანდიდატს აქვს რეალური მაღალი მხარდაჭერა ზუგდიდში.
ეს არ არის ყველაფერი. ენმ-ს ბევრი აქტივისტი ჰყავს ზუგდიდში მობილიზებული და გეგმავენ კიდევ უფრო მეტი ადამიანების ჩამოყვანას, რომელთა რეალური ფუნქცია ამ არჩევნებში იქნება ზონდერობა. ზოგიერთი მათგანი იქნება დამკვირვებლის სტატუსით, ზოგიერთი მათგანი იქნება ახლადშექმნილი მედიასშაუალების სტატუსით. ისინი ეცდებიან შექმნან დაძაბულობა და ჩრდილი მიაყენონ ამ რიგგარეშე არჩევნებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდს რათა გამოირიცხოს სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან და შემცირდეს ის დაძაბალულობა რასაც მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის.