ზუგდიდის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია დასრულდა

1192

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ, გაერთიანებული ოპზოიციის საპროტესტო აქცია დაიშალა, რომელიც თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მათი თქმით, ხმებს დაიცავენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი გაყალბება იქნება, აქციებს გააგრძელებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

გუშინ, 14 მაისს, განვითარებული მოვლენების გამო შეკრებილები საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომას და მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. მათივე თქმით, ოლქში არჩევნების გაყალბება იგეგმებოდა, რისი საშუალებაც არ მისცეს.

უკმაყოფილება ჯერ კიდევ გუშინ, 14 მაისს დაიწყო, როცა ამომრჩეველთა სამაგიდო სიები საარჩევნო უბნებს, ოპოზიციის მტკიცებით, კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადასცეს, რაც მათი მხრიდან გაყალბების მცდელობად შეფასდა. რასაც საოლქო კომისია უარყოფს.

თავის მხრივ, ცესკოც ირწმუნება, რომ საოლქო კომისიას კანონი არ დაურღვევია. თუმცა რეგისტრატორის ბეჭდებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ რადგან იყო “სპეკულაციები”, ბეჭდებს შეცვლიან.