“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ექიმებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც ზუგდიდში განხორციელდება.
“მუნიციპალიტეტი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. ჩვენი მთავრობის მთავარი ერთ-ერთი მიმართულება ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა, მოქალაქეებს აქვთ წვდომა ჯანდაცვის ყველა სერვისზე და ეს კარგი მონაპოვარია. 2012 წელთან შედარებით მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის და სოციალური დაცვის ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა. ხდება არაერთი მიმართულების დაფინანსება, მათ შორის, ძვირადღირებული მედიკამენტის და გამოკვლევების დაფინანსება, ოპერაციების თანადაფინანსება, ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია და სხვა პროგრამები“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.