ხულოს მერობის ერთ-ერთმა მსურველმა კანდიდატურა მოხსნა

867

ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას 14 კანდიდატი გააგრძელებს, პარტია “ახალი ქრისტიან – დმეოკრატების“  კანდიდატმა როლანდ აბულაძემ კანდიდატურა მოხსნა. გავრცელებული ინფორმაციიით, აბულაძე გადაწყვეტილების მიზეზად ოჯახურ პირობებს ასახელებს.

ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ხულოს მერმა გოჩა მელაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ, გასული წლის 18 ოქტომბერს, თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

ამასთან, ცნობილია, რა დაპირებები აქვთ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ხულოს მერობის კანდიდატებს. შეგახსენებთ, რომ ხულოს მერობისთვის მმართველი პარტიიდან ვახტანგ ბერიძე, ხოლო “ნაცმოძრაობიდან” ირაკლი ჯორბენაძე იბრძოლებს.