ვინ და რა ფორმით ებმება პოლიტიკურ მარათონში და რა დაპირებები აქვთ მერობის კანდიდატებს? ამის შესახებ “TV25” “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს ვახტანგ ბერიძეს და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ირაკლი ჯორბენაძეს ესაუბრა.
ხულოს მერობისთვის სულ ოთხი კანდიდატი იბრძოლებს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები უკვე განზღვრა. მმართველი გუნდისა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები, ამომრჩეველთა წინაშე უცვლელი პარტიული ნომრით წარსდგებიან.
ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ხულოს მერმა გოჩა მელაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ, გასული წლის 18 ოქტომბერს თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.