გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ #FREEMISHA კამპანია მისი მთავარი დღის წესრიგი არაა. ჯაფარიძის თქმით, ახლა მისთვის ყველაზე მთავარია სრულად პროპორციული 2%-იანი ბარიერი და რიგგარეშე არჩევნები.
“[#FREEMISHA კამპანია] არ არის ჩემი დღის წესრიგის მთავარი საკითხი. მთავარი საკითხი არის სრულად პროპორციული 2%-იანი ბარიერი, რიგგარეშე არჩევნები და ამის გარშემო შემოშენება ბევრი სხვადასხვა საკითხების და მათშორის იმ პრობლემების, რომლებიც ყოველდღიური პრობლემებია”, — ამბობს ჯაფარიძე.
მიხეილ სააკაშვილის 24 ნოემბრის განცხადებით, იმისთვის, რომ გაიფანტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ “ცირკულირებული სპეკულაციები” და ოპოზიციურ პარტიებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ მთავარ საკითხებზე კონცენტრაციის, უმჯობესი იქნება, თუ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს.