TI: სასამართლოსა და საარჩევნო კომისიებში ჩვენი შეტანილი 50 საჩივრიდან 33 არ დამკაყოფილდა

412

“საერთაშორისო გამჭირვალობა — საქართველოს” განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში 53 საჩივარი/სარჩელი შეიტანეს, საიდანაც 33 არ დაკმაყოფილდა.

მათი ინფორმაციით, 20 საჩივარი შემაჯამებელ ოლქში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან დისბალანსს, ხოლო 33 კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა, საიდანაც საარჩევნო კომისიებში 24, ხოლო სასამართლოში 9 არ დააკმაყოფილეს.

ორგანიზაციის განცხადებით, ისინი შემაჯამებელ ოქმებში მნიშვნელოვანი დისბალანსის გამო შედეგების ხელახალ გადათვალასაც ითხოვდნენ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიებმა სხვა ორგანიზაციების საჩივრების ფარგლებში დააკმაყოფილეს ან შემთხვევითი შერჩევით გადათვალეს.

არასამთავრობოში ამბობენ, რომ მოსამართლეები სარჩელს უფრო მეტად არასრულყოფილად განიხილავდნენ, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების ნაწილი დავებს ფორმალისტურად უდგებოდა და საქმის გარემოებების შესწავლისა და ფაქტების დადგენის ინტერესი არ ჰქონდათ.