სუბარი რიგგარეშე არჩევნებზე: ხალხის ზედმეტი შეწუხებაც ზედმეტი იქნებოდა

381

“ქართული ოცნების” წევრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ბათუმშიც და ზუგდიდშიც, ვადაგასულ საკრებულოს წევრებს უფლება ჰქონდათ 2022 წლის ბიუჯეტი მიეღოთ. მისი აზრით, რიგგარეშე არჩევნები რომც ჩატარებულიყო საკრებულოებში უმრავლესობა “ოცნებას” ექნებოდა.

“რიგგარეშე არჩევნები ყოველთვის არის ზედმეტი ხმაური, ზედმეტი ფინანსური ტვირთი ქვეყნისთვის, თორემ, სინამდვილეში, იმ ფონზე რა მდგომარეობაშიც ეხლა არის ოპოზიცია, სურათი დაიდებოდა სრულიად სხვა, არა მხოლოდ მერებს მოვიგებდით, რომლებიც ისედაც მოგებული გვაქვს, არამედ საკრებულოებშიც უმრავლესობა გვეყოლებოდა, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ზედმეტი ტვირთი იქნებოდა ბიუჯეტისთვის და ხალხის ზედმეტი შეწუხებაც ზედმეტი იქნებოდა”, – თქვა სოზარ სუბარმა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება სწორედ რიგგარეშე არჩევნების შიშის გამო ამტკიცებინებს ძველი მოწვევის საკრებულოებს ბიუჯეტებს.

ცნობისთვის, დღეს ზუგდიდსა და ბათუმში ვადაგასულმა საკრებულოებმა ბიუჯეტები ხმაურის, პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცეს.