მგონი ეს ადამიანები თავის თავს დასცინიან – მაინც საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე და ეს აჩვენებს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან – სასაცილო აღარაფერი დარჩა, იმდენად სატირალია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის თაობაზე განაცხადა.
ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მომდევნო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება.
„მგონი ეს ადამიანები თავის თავს დასცინიან, ჯერ ავიღეთ 48%, გაყალბებაზე ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. შემდეგ თქვეს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვდნენ. შეთანხმება არ იყო, მაგრამ 47% ავიღეთ. ახლა მაინც საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე. ეს აჩვენებს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. ღიმილისმომგვრელიც აღარაა ხანდახან არის სასაცილო და სატირალი, ახლა სასაცილო აღარაფერი დარჩა, იმდენად სატირალია.
2024 წლის ოქტომბერში იქნება არჩევნები და ყველა მოვუწოდებ, სამი წლის განმავლობაში მოემზადონ ამ არჩევნებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ თავად “ნაციონალური მოძრაობაც” ერთიანი აღარაა.
„არა მხოლოდ ოპოზიცია, “ნაციონალური მოძრაობაც” აღარ არის ერთიანი. კარგად იცით, რა კონფლიქტებია “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით, რაც ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმ არასწორი და აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯების, რაც მათ გადადგეს გასული ერთი წლის განმავლობაში ეს რღვევის პროცესი გაგრძელდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.