ხულოს მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” ვახტანგ ბერიძემ პარტიის ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ვახტანგ ბერიძე გამარჯვების შემთხვევაში ხულოელებს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
“ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ვიყო და ის საქმე ვაკეთო, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც დღეს შანსი მომცა, რათა თქვენს წინაშე დამედო პირობა. ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები. ჩემთვის არ იქნება დღე და ღამე. იქ ვიქნები, სადაც დაგჭირდებით“, – განუცხადა ვახტანგ ბერიძემ ამომრჩევლებს.
ხულოში მერობის კანდიდატი “ქართული ოცნების” ლიდერებმა ამომრჩევლებს გუშინ წარუდგინეს.
მერების რიგგარეშე არჩევნები 5 საარჩევნო ოლქში 19 მაისს გაიმართება. მოსახლეობამ ხულოს, ზუგდიდის, ჭიათურის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები ხელახლა უნდა აირჩიოს.