პრეზიდენტი ეთნიკურ სომხებს მოქალაქეობის აღდგენაზე: თუ გინდათ მოქალაქეობა, ისწავლეთ ქართული

1546

სტატიის გაგრძელება

ნინოწმინდის მერმა აინივარდ მოსოიანმა სალომე ზურაბიშვილს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაში დახმარება სთხოვა. მისი თქმით, ადგილობრივების, დაახლოებით, 30%-ს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.

როგორც მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომზე ზურაბიშვილმა ახალქალქის კულტურის ცენტრში შეკრებილ ეთნიკურ სომხებს განუცხადა, თუ მათ საქართველოს მოქალაქობის აღდგენა სურთ, მაშინ ქართული უნდა ისწავლონ. მისი თქმით,  ძნელია იყო საქართველოს სრულყოფილი მოქალაქე, თუ არ იცის სახელმწიფო ენა.

ასევე, პრეზიდენტის განცხადებით, მცირე ასაკიდანვე სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით, ახალქალაქში ქართული ბაგა-ბაღები უნდა გაიხსნას.

“მაქვს დიდი სურვილი ყველა, ვინც აქ ბრძნდებით, თქვენი შვილები, გახდეთ სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ არის რომ მე ძალინ ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოაქალქეობა იყოს ყველასთვის შესაძლებელი. დღეს ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს და აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობდა. ამისთვის უნდა გადადგათ ერთი ნაბიჯი, რაც ნიშნავს იმას რომ თუ გინდათ მოქალაქეობა ამ ქვეყნის, ეს არის ამ ენის სწავლა იმ დონეზე, მაინც რომ ჩააბაროთ ის პატარა გამოცდა რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს. ეს არის სიმბოლური, მაგრამ ამავე დროს ძალინ ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უნდა, რომ თქვენ გახდეთ სრული მოქალაქეები.

მიდნა გითხრათ, რომ ჩვენ არფარეს დავიშურებთ იმისთვის, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო ენა. სულ პატარა ბავშვებისთვის ბაღიდან დაიწყება ენის შესწავლაც და კარიერაც. აუცილებელია ის, რომ ძალიან მოკლე მოამვალში გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი. მოამვალ წელს, როცა აქ ჩამოვალ ეს აღარ იქნება სურვილი, ეს იქნება განხორციელებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.