საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქში ქართულენოვანი ბაღის გახსნის საკითხზე უახლოეს მომავალში პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს მიმართავს.
“საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბიზნესისა და წარმოების ხელშეწყობისა და რეგიონული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. “დედაენის დღესთან“ დაკავშირებით, პრეზიდენტმა რეგიონში მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა და ქართული ენის სწავლების პრობლემებზე საუბრისას, ახალქალაქში ქართულენოვანი ბაგა-ბაღის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტი ახალქალაქში ქართულენოვანი ბაღის გახსნის საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.