საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორვატიულმა საინჟინრო კომპანია “Institute IGH-მა” იმერეთის რეგიონის სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დააპროექტა, რომელიც ზეკარის უღელტეხილის გავლით აბასთუმანს ბაღდათი-საირმის უკვე არსებულ საავტომობილო გზასთან დააკავშირებს.
“აღნიშულ მონაკვეთზე მგზავრობის დრო საათი და 15 წუთი იქნება. განხორციელდება 13 კმ სიგრძის არსებული გზის რეაბილიტაცია, 45.2 კმ სიგრძის გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, 12 კმ-იანი მონაკვეთის უკვე არსებული გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, 12 ხიდის და ერთი, 3,3 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც გზას 4 კმ-ით დაამოკლებს. გვირაბის მშენებლობის შემთხვევაში გზა უფრო უსაფრთხო იქნება და მისით სარგებლობა მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი”, – განმარტავენ საინჟინრო კომპანიაში.
მათივე ცნობით, 58,1 კმ სიგრძის საავტომობილო გზის პროექტირება ეტაპობრივად განხორციელდა, რამაც დამკვეთს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, შესაძლებლომა მისცა სამშენებლო სამუშაოები პარალელურად დაეწყო. აბასთუმნიდან ბაღდათის მიმართულებით უკვე დაიწყო პირველი 3,2 კმ-ის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს ბაღდათიდან აბასთუმნის მიმართეულებით 19,4 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.
აღსანიშნავია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობისა და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისა და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას ითვალისწინებს, კომპანია “Institute IGH-ს” ინჟინრები ახორციელებენ.