ახალციხის მაჟორიტარი – არ მივესალმები, რომ 17-ათასიან ქალაქს მერი ჰყავდეს, ეს ზედმეტი ფუფუნებაა ჩვენს დღევანდელ სიტუციაში

950

არ მივესალმები, რომ 17-ათასიან ქალაქს მერი ჰყავდეს – ეს ზედმეტი ფუფუნებაა ჩვენს დღევანდელ სიტუციაში, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალციხის მაჟორიტარმა და ყოფილმა მერმა, გიორგი კოპაძემ თვითმმართველ ქალაქებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

ახალციხე ერთ-ერთი თვითმმართველი ქალაქია, რომელიც პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით თვითმმართველ თემთან გაერთიანდება.

„თვითმმართველი ქალაქებისა და თემების გაერთიანებით ოპტიმიზაცია ხორციელდება. როდესაც ვსაუბრობთ, რომ არის ზედმეტი რგოლები, ხდება ერთი და იგივე რგოლების განმეორება, ახლა სწორედ ამის ოპტიმიზაცია ხორციელდება. მე არ მივესალმები იმას, რომ 17-ათასიან ქალაქს ჰყავდეს მერი. ეს ზედმეტი ფუფუნებაა ჩვენს დღევანდელ სიტუაციაში“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გიორგი კოპაძემ.

პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მთავარი სიახლე 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებაა.

წყარო: ინტერპრესნიუსი