ქალაქ დუშეთში ისტორიული ქუჩებისა და სახლების ურბანული განახლება დაიწყო

938

წინა სტატია

ქალაქ დუშეთში ისტორიული ქუჩებისა და სახლების ურბანული განახლება დაიწყო. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ სახლებს, მათ შორისაა ილია ჭავჭავაძისა და აპრელოვების სახლებიც.

ჯამში რესტავრაცია 40 ისტორიულ სახლს ჩაუტარდება, საიდანაც 24 კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია. ასევე, პროექტი, დუშეთის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს და შამანაურის ქუჩების და ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთების განახლებას ითვალისწინებს.

პროექტის ღირებულება 5.1 მილიონი ლარია და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

სამუშაოების დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.