ქუთაისის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტირებაზე 35 000 ლარი დაიხარჯება

1027

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქუთაისში შპს “რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის“ რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურის უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით 35 000 ლარი დაიხარჯება.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობას და მოეწყობა VIP ლოჟა და პრესცენტრი. თუმცა, შეიცვლება თუ არა სკამები,  ამ დროისთვის უცნობია.

პროექტის შეძენის შემდეგ სამუშაოებისთვის ქალაქის მერიაში ნახევარი მილიონი გამოიყოფა.

ამასთან, სამუშაოების პარალელურად ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით შეიცვლება მოედნის საფარი.

განახლებული სტადიონი, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს გაიხსნება.