ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, აპრილში დაიწყება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე შეიცვლება მოედნის საფარი და კეთილმოეწყობა ადმინისტრაციის შენობას.
“ტორპედოს” სტადიონის დირექტორის თემურ კიკვაძე სამუშაოების დაწყების ზუსტ დროს ვერ ასახელებს, თუმცა ადასტურებს, რომ პროექტირებაზე მუშაობა დაწყებულია.
“ამ დროისთვის პროექტირებზეა დაწყებულია მუშაობა, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება. ზუსტი დრო უცნობია, ალბათ, აპრილში დაიწყება სამუშაოები. სავარაუდოდ, ევროლიგისთვის მზად ვიქნებით”, – განაცხადა თამაზ კიკვაძემ.
კიკვაძის თქმით, პროექტი მოიცავს შენობის რეაბილიტაციას, სადაც მოეწყობა VIP ლოჟა და პრესცენტრი, შეიცვლება თუ არა სკამები, მისთვის ამ დროისთვის უცნობია. სამუშაოებისთვის ქალაქის მერიაში ნახევარი მილიონი გამოიყოფა.