ზუგდიდის მერიის საფინანსო განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა

689

ზუგდიდის მერიის საფინანსო განყოფილების უფროსმა ზვიად ღურწკაიამ თანამდებობა დატოვა.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, ღურწკაიამ სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მათივე ინფორმაციით, განცხადება წასვლის შესახებ მან 25 თებერვალს დაწერა.

ზვიად ღურწკაიას მოვალეობების შესრულება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს მურთაზ ბოკუჩავას დაეკისრა.