ზუგდიდის ახალ ავტობუსებში გადახდის აპარატები დამონტაჟდება

1202

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სამუშაო სხდომაზე განაცხადა, რომ მაისის შუა რიცხვებში ზუგდიდში ახალი ავტობუსები იმოძრავებს, სადაც გადახდის აპარატები დამონტაჟდება. მისივე თქმით, ტარიფი იგივე, 40 თეთრი დარჩება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

15 ავტობუსით განახლდება ზუგდიდის ავტოპარკი და ჩვენ რეკომენდაციაა, რომ წარმოადგინონ სქემა და გრაფიკი ახალი ავტობუსების მოძრაობის, რათა დაანგარიშებული იყოს ყველა ხარჯი. ჯერჯერობით ფასები იგივე იქნება. ახლო მომავალში არ არის საუბარი მის გაზრდაზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენი დაგვიჯდება თითოეული ავტობუსის ექსპლუატაცია. ასევე, კორუფციულ გარიგებებს რომ არ ჰქონდეს ადგილი, აუცილებლად დამონტაჟდება გადახდის აპარატები ყველა ავტობუსში“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერიამ 15 ავტობუსის შესძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 419 544 ლარია.