ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 ავტობუსის შესძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 419 544 ლარს შეადგენს.
სატენდერო პირობების თანახმად, სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2018 წელს გამოშვებული, ექსპლუატაციაში არ მყოფი, ერთი მარკა/მოდელის. კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით აღჭურვილი. ამასთან, ავტობუსს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 21 დასაჯდომი ადგილი. პლუს 25 დასადგომი და სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისთვის. ტრანსპორტს უნდა გააჩნდეს შშმ პირთათვის ადაპტირებული მექანიკური პანდუსი. კიდევ ერთი სატენდერო პირობაა ხმის გამაძლიერებლები მგზავრთა განყოფილებაში ხმის თანაბრად გავრცელებისთვის და მიკროფონი მძღოლის კაბინაში.
ავტობუსების შემსყიდველისთვის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა განხორციელდეს.