ზუგდიდის მერიის სამსახურებში დამატებითი ცხელი ხაზის ნომრები ამოქმედდა. თუკი მოქალაქე მანამდე მერიაში ერთ ნომერზე რეკავდა, ახლა შეუძლია მისთვის საჭირო სამსახურს ინდივიდუალურად დაუკავშირდეს.
როგორც მერიაში განმარტავენ, ნომერზე 1308-ზე დარეკვით მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ პროგრამასა და მომსახურეობაზე.
მათივე ინფორმაციით, ცხელ ხაზზე დარეკვა ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან და საქალაქთაშორისო ტელეფონიდანაა შესაძლებელი.
ცალკეული პროგრამის ოპერატორების ნომრები: 1308 -101 – ჯანდაცვა; 1308-102 -სოციალური; 1308 – 103 – ეკონომიკა; 1308-104 – ზედამხედველობა; 1308-105 – ინფრასტრუქტურა; 1308-106 – კეთილმოწყობა; 1308-107 – ზუგდიდდასუფთვება;
https://www.facebook.com/zugdidi.gov.ge/photos/a.300341310143830/1116833128494640/?type=3&theater