ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა

693

ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა ბესიკ არახამიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

არახამიას თქმით, სამსახურიდან საკუთარი სურვილით მიდის და მიზეზი სხვა სამსახურში გადასვლაა, თუმცა სად, ჯერ არ აკონკრეტებს.

“პირველი მარტიდან აღარ ვიქნები მერიაში, პირადი სურვილის საფუძველზე. განცხადება 20 თებერვალს დავწერე. არასამთავრობოში არ გადავდივარ. ნახავთ მოგვიანებით. საჯარო სამსახურში არავინ დაინტერესებულა, რატომ მივდივარ. უბრალოდ დააკმაყოფილეს მგონი უკვე ჩემი განცხადება“, – აღნიშნა ბესიკ არახამიამ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე არახამია ზუგდიდის მერიაში ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი იყო.

როგორც მერიაში განმარტავენ, ამ თანამდებობაზე პირს კონკურსის წესით შეარჩევენ, თუმცა მანამდე მოვალეობის შესრულება განყოფილების რომელიმე თანამშრომელს დაეკისრება.  როდის გამოცხადდება კონკურსი ჯერჯერობით უცნობია.