ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ უფროსად დიმიტრი ფაცაცია დაინიშნა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი მუშაობას ოფიციალურად 11 თებერვლიდან შეუდგა.
დიმიტრი ფაცაცია მანამდე მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ა(ა)იპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დირექტორმა ნოე პერტაიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 8 თებერვალს დატოვა.