ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის ა(ა)იპ-ის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

939

სტატიის გაგრძელება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“დირექტორმა ნოე პერტაიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, რომ ნოე პერტაიამ თანამდებობა დღეს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, რასაც გავრცელებულ თავად ნოე პერტაიაც ადასტურებს.

“გადავიღალე და ამიტომ წავედი, თუმცა გუნდი არ დამიტოვებია და პარტიის წევრად ვრჩები“, – განაცხადა ნოე პერტაიამ.