ზუგდიდის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში დარღვევები აღმოაჩინა. მართლსაწინააღმდეგო ქმედებები ძირითადად მუნიციპალური ქონების განკარგვისა და სახელმწიფო შესყიდვების ნაწილს მოიცავს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მერიაში დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებიათ, თუმცა ცენტრის იურისტის განცხადებით, ხელშეკრულებებზე, რომელზეც აუდიტის სამსახური საუბრობს, ზუგდიდის ყოფილი მერის, პატიმრობაში მყოფი ლაშა გოგიას ხელმოწერებია.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუს-ში 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა – 21 500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500 ლარი განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.
დეკემბერში ამავე საქმეზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს.