მთაწმინდის რაიონში, შინდისში, კომბინირებული სპორტული მოედნის მშენებლობა და მის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დაასრულდა. მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან სპორტული მოედნის მოსაწყობად 319 000 ლარი დაიხარჯა.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე, კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.
“სათამაშო ტერიტორია და საფეხმავლო ბილიკი არმირებული ფილებით მოპირკეთდა, რაზეც ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა განათების ქსელი. პროექტის ფარგლებში, მოედნის ირგვლივ არსებულ ფერდთან გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა და გაბიონი მოეწყო, მიმდებარე სივრცე კი მოასფალტდა, სადაც პარკინგია შესაძლებელი”, – აცხადებენ მთაწმინდის გამგეობაში.