შინდისში კომბინირებულ სპორტულ მოედანს აშენებენ

719

სტატიის გაგრძელება

მთაწმინდის რაიონში, შინდისში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ, კომბინირებულ სპორტულ მოედანა აშენებენ. სპორტული მოედნის მშენებლობა გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 320 000 ლარით ფინანსდება.

გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოედნის ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან არსებულ ფერდთან გრუნტის დამჭერი კედელი, გარშემო კი ლენტური საძირკველი ეწყობა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოედანზე მავთულბადის ბარიერის, კალათბურთის ფარის, ფეხბურთის კარისა და განათების ქსელის მონტაჟი დაიწყება. სათამაშო ტერიტორია და საფეხმავლო ბილიკი არმირებული ფილებით მოპირკეთდება, რაზეც ხელოვნური ბალახის საფარი დაიგება. მოედანთან ავტომობილების ჩასასვლელად კი რკინა-ბეტონის პანდუსი მოეწყობა.

როგორც მთაწმინდის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, ახალი მოედნის მშენებლობა შინდისში წლის ბოლოს დასრულდება.