მარნეულის სოფელ აღმამედლოში, სავარაუდოდ, შუა საუკუნეების სამარხი აღმოაჩინეს (ფოტო)

985

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს ტერიტორიაზე, მიწის სამუშაოების ჩატარების დროს, ადგილობრივმა მოსახლეობამ, წინასწარი ინფორმაციით, შუა საუკუნეების სამარხი აღმოაჩინა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

სამარხის დათვალიერებისა და შესწავლის მიზნით, გუშინ აღმამედლოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. სპეციალისტებმა სამარხი ზედაპირულად დაათვალიერეს.

სპეციალისტების განცხადებით, სამარხი ქვაყუთისგანაა (სამარხი, რომელიც აგებულია ქვის ფილებისგან) დამზადებული და სავარაუდოდ, შუა საუკუნეებით თარიღდება

უახლოესი დღეებში აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის სამუშაოები დროებით შეჩერდება. არქეოლოგები სამარხს გახსნიან და მისი შესწავლა დაიწყება.