ბესიკ თოდუა: ანაკლია-განმუხურის ხიდი რეკონსტრუქციას საჭიროებს

1014

სტატიის გაგრძელება

ნაკლია-განმუხურის ხიდი რეკონსტრუქციას საჭიროებს. ამის შესახებ შპს “ანაკლია-განმუხური რესორთის“ დირექტორმა ბესიკ თოდუამ ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

თოდუას თქმით, ხიდს, რომელსაც 18 მილიონი ლარი მოხმარდა, საგარანტიო ვადა უკვე გაუვიდა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ხიდი მსოფლიო საუჯეთესო ხიდების ათეულში შედის.

“მას სჭირდება ბოგირების დაჭიმვა, ელექტროსისტემის განახლება. ჩვენ უახლოეს დღეებში წარვსდგებით ხარჯაღრიცხვიით და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, თუ კონკრეტულად რა სახის სამუშაოებია შესასრულებელი. 3 წლის წინ ყოფილ პრემიერს კინაღამ ფეხი ჩაუვარდა”, – განმარტა ბესიკ თოდუამ.

ანაკლია-განმუხურის ხიდზე გარკვეული სარეკონსტრუქციო სამუშაოები რამდენჯერმე, მათ შორის, 2015 წელსაც ჩატარდა.