ზუგდიდის მერიის სპორტის ა(ა)იპ-იდან კიდევ 50 თანამშრომელი გაათავისუფლეს

971

წინა სტატია

ზუგდიდის მერიის “სპორტის განვითარების ცენტრის“ ა(ა)იპ-იდან  კიდევ 50 თანამშრომელი დაითხოვეს. “სპორტის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის გოჩა ჩიქოვანის განცხადებით, მათ ხელშეკრულების ვადა 18 იანვარს ამოეწურათ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“ამჟამად ადმინისტრაციაში მე და ბუღალტერი ვმუშობთ და მწვრთნელები, რადგან 50 – მდე ადამიანს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა“, – განაცხადა გოჩა ჩიქოვანმა საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე.

ამასთან, ცნობილია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში აღნიშნული დაწესეულებიდან ანალოგიური მიზეზით კიდევ  23 თანამშრომელი დაითხოვეს.

გაუგრძელებს თუ არა თანამშრომლებს ხელშეკრულების ვადას ხელმძღვანელი, ამის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს კომისიის რეკომენდაციების შემდეგ მიიღებს.

“დაბრუნდებიან თუ არა სამსახურში ეს ადამიანები ამის რეკომენდაციას ჩვენ საკრებულოსგან ველოდებით“, – განაცხადა გოჩა ჩიქოვანმა.