პროექტები, რომლებიც ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 3,4 მილიარდიდან საქართველოში დაფინანსდება

1126

წინა სტატია

ევროკავშირი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს 3,4 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამასთან, უკვე ცნობილია პროექტები, რომლებიც გამოყოფილი თანხით საქართველოში დაფინანსდება. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს.

პროექტები, რომლებიც გამოყოფილი თანხით დაფინანსდება: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზა – 233 მილიონი ევრო; სარკინიგზო მაგისტრალი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე – 100 მილიონი ევრო; ჩუმათელეთი-არგვეთის მაგისტრალის მშენებლობა – 1 მილიარდი ევრო; გრიგოლეთი-ფოთის ხიდის მშენებლობა – 25 მილიონი ევრო; გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალის მშენებლობა – 101 მილიონი ევრო; ბათუმის შემოვლითი გზა – 115 მილიონი ევრო; ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალი – 61 მილიონი ევრო; რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალი – 115 მილიონი ევრო; ალგეთი-სადახლოს პროექტი – 90 მილიონი ევრო; სადახლოს მეგობრობის ხიდი – 6 მილიონი ევრო.