თელავში ჩამდინარე წყლების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციაზე 180 000 ლარი დაიხარჯება

1351

თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან ჩამდინარე წყლების სისტემების მოწყობა რეაბილიტაციასა და ექსპლოატაციის ღონისძიებებისთვის 180 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

თელავის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა არსებული ნიაღვარმიმღებების მოვლა-პატრონობასა და ახალი ნაგებობის მოწყობას მოხმარდება.

“აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი 180 000 ლარიდან, არსებული ნიაღვარმიმღებების მოვლა-პატრონობაზე 50 000 ლარი, ხოლო, სოფელ კურდღელაურის ცენტრალურ გზაზე, ქალაქ თელავში ალაზნის გამზირზე და სასამართლოს მიმდებარედ აღმაშენებლის ქუჩაზე, ასევე სხვა ქუჩებზე ახალი ნიაღვარმიმღებების მოწყობაზე 130 000 ლარი დაიხარჯება”, – აცხადებენ თელავის მერიაში.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ თელავის ბიუჯეტიდან წყალმომარაგებაზე 1 267 000, სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის 599 850, სკოლამდელი განათლებისთვის 4 695 000, სოციალური მიმართულებით 1 760 000, ხოლო, დასუფთავების ღონისძიებებზე 833 000 ლარი დაიხარჯება.