თელავის ბიუჯეტიდან სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის 599 850 ლარი დაიხარჯება

709

თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის 599 850 ლარი დაიხარჯება.
თელავის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა სოფლებში გარეტრენაჟორებისა და მინისტადიონების მოწყობას მოხმარდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

“თელავის ბიუჯეტიდან სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის სულ 599 850 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 გარეტრენაჟორის მოწყობისთვის, რისთვისაც 310 000 ლარი დაიხარჯება, ასევე, დაგეგმილია ორი მინისტადიონის მოწყობა 232 100 ლარის ფარგლებში. გარდა ამისა, იგეგმება ჭადრაკის სახლის რეაბილიტაცია, რისთვისაც 2019 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით 27 500 ლარი დაიხარჯება, ხოლო საზედამხედველო მომსახურებისთვის გავალისწინებულია 30 000 ლარი”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.