“სასწავლო-სააღზრდელო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფრასტრუქტურას. პროგრამის “მერების შეთანხმების“ ფარგლებში განსახორციელებელი (ქ. თელავის №1 ბაგა-ბაღის და სოფ. იყალთოს ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია) ღონისძიებების თანადაფინანსება. აგრეთვე, აღსაზრდელებისთვის წლის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები“, – აცხადებენ თელავის მერიაში.
თელავის მუნიციპალიტეტში 31 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
შეგახსენებთ, რომ თელავის ბიუჯეტიდან წყალმომარაგებაზე 1 267 000, სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის 599 850, სოციალური მიმართულებით 1 760 000, ხოლო, დასუფთავების ღონისძიებებზე 833 000 ლარი დაიხარჯება.