ქუთაისის საკრებულო 2019 წლის ბიუჯეტს 26 დეკემბერს დაამტკიცებს. როგორც საკრებულოში განმარტავენ, საკრებულოს უკვე გადაეგზავნა შესწორებული ბიუჯეტის პროექტი. პროექტს დამტკიცებამდე კომისია ხვალ განიხილავს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ პირველი განხილვის დროს საკრებულოს უმრავლესობას შენიშვნები არ გამოუთქვამს და თვითმმართველობას ბიუჯეტის პროექტი თითქმის შენიშვნების გარეშე დაუბრუნა.
მერიის შესყიდვების სამსახურის განყოფილების უფროსი რუსუდან ჩინჩალაძე განმარტავს, რომ პროექტში ცვლილებები არ შესულა და მხოლოდ განმარტებით ბარათში აისახება იმ შენიშვნების პასუხი, რაც საკრებულოს ქონდა.
2019 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 54 მილიონით არის განსაზღვრული და ორი მილიონით აჭარბებს 2018 წლის ბიუჯეტის პირვანდელ პროექტს.