ქალაქ ფოთში ნიკო ნიკოლაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის მინაშენზე გამოვლენილ ხარვეზს სამშენებლო კომპანია უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოფხვრის. მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ტაოტბელი“ იმ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების საფუძველზე განახორციელებს, რომელიც მას “საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან“ აქვს გაფორმებული.
ფოთის მემორიალური კოშკის თანამედროვე დიზაინის მინაშენში ნალექმა ძლიერი წვიმების შედეგად ჩაჟონა. შენობის პირველადი დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ წყალმა ინტერიერში შემინული ფასადიდან შეაღწია. ბუნებრივ ნალექს ისტორიული არქიტექტურული ნაგებობა არ დაუზიანებია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მეკვიდეობის ძეგლზე გუშინ დაიწყო და ის, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ფოთში, ახლადრეაბილიტირებულ ნიკო ნიკოლაძის კოშკშის შენობის ჯერაც გაუხსნელ შემინულ კონსტრუქციაში, წყალი რამდენიმე ადგილას ჩავიდა.