ფოთში, ახლადრეაბილიტირებულ ნიკო ნიკოლაძის კოშკშის შენობის ჯერაც გაუხსნელ შემინულ კონსტრუქციაში, წყალი რამდენიმე ადგილას ჩავიდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მუზეუმის დირექტორის ელენე გაბლიანის თქმით, ცოტა ხნის წინ მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქია გახდა იმიზ მიზეზი, რის გამოც ახლადრეაბილიტირებულ კოშკში წყალი ჩავიდა. ხოლო, კითხვაზე, არის თუ არა მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, განმარტა: “მე ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხს. მშენებლობის დროს ხდება ხოლმე”.
მმისისვე ინფორმაციით, შენობა ათწლეულების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო და სივრცეს სამუზეუმოდ ვერ იყენებდნენ.
მისი რეკონსტრუქცია სექტემბერში, ფონდი “ქართუს“ დაფინანსებით კომპანია “ბანა ჯგუფმა“ განხორციელა.