ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოების მიერ გამოვლენილი 43 პრობლემიდან 23 მოაგვაროს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ესენია: 1.გზის საფარის მოასფლატება და სანიაღვრე არხების რეკონსტუქცია კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიმდებარედ. 2.სრულად ამორტიზებული გზის შეკეთება თამარ მეფის ქუჩაზე, რომელიც ზუგდიდის ცენტრთან რამდენიმე სოფელს აკავშირებს. 3.ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში, სპორტული კომპლექსის მიმდებარედ განთავსებული ბავშთა გასართობი მოედნის კეთილმოწყობა. 4.ზუგდიდში, ც. დადიანის 1-3 კორპუსებს შორის არსებული ბავშთა გასართობი მოედნის კეთილმოწყობა. 5. სოფელ ჯუმშში ახალი საბავშვო ბაღის აშენება.6. სოფელ დიდინეძში შიდა გზები შეკეთდება. 7. სოფელ ნარაზენში ახალი ამბულატორია აშენდება. 8. სოფელ ახალაბასთუმანში სანიაღვრე არხების რეკონსტრუქცია. 9. სოფელ ახალაბასთუმნის ავარიული საბავშვო ბაღის რემონტი. 10. ასევე, სოფელ ახალაბასთუმანში ამჯერად არსებული ამორტიზებული ამბულატორიის ნაცვლად აშენდება ახალი. 11. სოფელ კახათში ავარიული ამბულატორიის ნაცვლად აშენდება ახალი. 12. სოფელ კახათში დაზიანებული შიდა გზები შეკეთდება. 13. საზოგადოებრივი ტუალეტის მოწყობა ტურისტულად აქტიურ ანაკლიაში. 14. სანიაღვრე არხების მშენებლობა ანაკლიაში.15. შიდა გზების და სანიაღვრე არხების რეკონსტრუქცია სოფელ ახალკახათში.16. სანიაღვრე არხების მოწყობა სოფელ ინგირში. 17. საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზას შეაკეთებს სოფელ ინგირში. 18. ზებრა-გადასასვლელების მოწესრიგება გადაღებვა, სიჩქარის შემზრუდავი ბარიერების დამონტაჟება ქალაქში. 19. ახალკახათის ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდის განახლება. 20. დადიანების სასახლის მიმდებარედ ატრაქციონების რეკონსტრუქცია. 21. ნაგვის ურნების დამატება სოფელ ახალაბასთუმანში. 22. ნაგვის ურნების დამატება სოფელ დიდინეძში. 23. ანაკლიის ზღვის სანაპიროს დასუფთავება.
ამჯერად 2019 წლის გეგმაში ვერ მოხვდა ისეთი მოთხოვნები, რომელთა მოგვარებაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ავტობუსების პარკირების განახლება, ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში დაჭაობებული ტერიტორიის დაშრობა და კეთილმოწყობა, ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების კეთილმოწყობა სამეგრელოს ქუჩაზე, დევნილთა დასახლებასთან სკვერის აშენება, გარეგანათების სისტემის დამონტაჟება შიდა ქუჩებში და ნაპირსამაგრი ნაგებობების აღდგენა, როგორც მდინარე ენგურზე, ასევე შავი ზღვის სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთებში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მიმდინარე წლის ნოემბერში მერიას მიაწოდა ინფორმაცია სამოქალაქო საბჭოების მიერ გამოვლენილი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიესალმებიან და მადლობას უხდიან ზუგდიდის მერიას მიღებული გადაწყვეტილებისათვის. ამასთან აცხადებენ, რომ პრობლემების მოგვარების პროცესს მონიტორინგს გაუწევენ და შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად გაავრცელებენ.