ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გარევაჭრობის მოწესრიგების საკითხის შემსწავლელ კომისიას სამუშაო კომისიას ვადა 3 თვით გაუხანგრძლივა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“კომისიას არ დაუსრულებია მუშაობა და გავუგრძელეთ ვადა 3 თვით, არ არის დამდგარი კონკრეტული შედეგი, კომისიამ ვერ უზრუნველყო დაკისრებული ყველა ამოცანის გადაწყვეტა იმ სამთვიან ვადაში“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ.
გარევაჭრობის მოსაწესრიგებლად დროებითი სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის აგვისტოში შეიქმნა.