ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს პირველად სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტის “სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფა“ დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, პროგრამა ადმინისტარციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე პირების ზამთრის პერიოდში საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებს.
“პროგრამის ფარგლებში 413 ოჯახი საკვებ პროდუქტებს მერიისგან ერთჯერადად მიიღებს. ეს პროდუქტებია: შაქარი, ფქვილი, ზეთი, კარტოფილი, მაკარონი და ხახვი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დახმარების გაცემა 4 დეკემბერს დაიწყო და ის ეტაპობრივად განხორციელდება. ამ დროისთვის საკვები პროდუქტები 170-მდე ბენეფიციარს მიეწოდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.