ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცს სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილი ექნება. პროექტის საერთო ღირებულება 256 ათასი ლარია და წყლის ჭაბურღილის მშენებლობას, საქროლატოროს მოწყობასა და არსებულ ქსელთან დაერთებას მოიცავს. სამუშაო 2 თვეში დასრულდება და შედეგად, სასმელ წყალს 250 ოჯახი მიიღებს.
“ამ სოფელს, რომელმაც რუსული საოკუპაციო ძალის მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაცია, მავთულხლართების გაბმა სულ ახლახან იწვნია, რა თქმა უნდა, გვერდში დავუდექით და სოფელს წყალი ძალიან მალე ექნება. ჭაბურღილის მშენებლობის სამუშაოები გუშინ დაიწყო. ქსელი კი უკვე მოწყობილია“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.