ატოცთან საოკუპაციო რეჟიმმა სადემარკაციო სამუშაოები დილიდან განაახლა

866

წინა სტატია

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, საოკუპაციო რეჟიმმა სადემარკაციო სამუშაოები დილიდან განაახლა. ადგილზე მავთულხლართების გასაბმელად საყრდენი ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

სოფელ ატოცში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ჩავა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით, 1 კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს. სუს-ის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია “ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.