ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით ეპარქიას დაფინანსება 4-ჯერ შეუმცირდა

676

ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ეპარქიისთვის 50 ათასი ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“ბიუჯეტის 50 ათასი ლარი გათვალისწინებულია რელიგიის ხელშეწყობის პროგრამისთვის, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა კონფესიის პატივისცემის ხელშეწყობას, მატერიალურ ტექნიკური ბაზის განმტკიცების ღონისძიებებს“, – წერია ახალი ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

2018 წელს რელიგიის ხელშეწყობის თანხა 494 ათასი ლარი იყო, თუმცა 6 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ის 200 ათას ლარამდე შეამცირეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ ჭეჟიამ მაშინ განაცხადა, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია თანხას ვერ ითვისებს და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ხარჯთაღიცხვას არ აკეთებს.

საკრებულოს გადაწყვეტილებას ეპარქიის უკმაყოფილება მოჰყვა. გამოცემა “ლაივპრესისთვის“ მათ მიერ მიწოდებულ წერილში ნათქვამია, რომ ადგილობრივი ხელისუფლებიდან ოფიციალური წერილით ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შესახებ არავის არ მიუმართავს.