სიღნაღში ცენტრალური უბნების რეაბილიტაცია დასრულდა

1248

წინა სტატია

სიღნაღში ცენტრალური უბნების – ბარათაშვილის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულის, ლოლაშვილის, გორგასლის, ცხრა აპრილის, აღმაშენებლის და ბეჟანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 100 000 ლარი დაიხარჯა.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩებზე დაზიანებული ქვაფენილის საფარი განახლდა და ხის ჭიშკრები ახლით შეიცვალა. ამასთან, ქალაქში მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. დასასვენებელი სკვერის და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ტურისტული რუკები განახლდა. ასევე, სადგურის მოედანზე ვიზიტორებისთვის განკუთვნილ სველ წერტილებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.