სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქ სიღნაღში ტურისტული რუკები განახლდა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ქალაქში გარეფასადების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე წელს დენდროლოგიური პარკისა და მასთან მისასვლელი ბილიკის ნაწილობრივი რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ სამუშაოებზე 370 844 ლარი დაიხარჯება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 2018 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე სიღნაღში ტურისტების რაოდენობა გასული რამდენიმე წლის სტატისტიკას აჭარბებს.