კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების, მირიანისა და ქვემო ხანდაკს შორის არსებული საფეხმავლო ხიდი რეაბილიტაციას საჭიროებს. მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის ცნობით, ხიდის შეკეთება 29 ნოემბრამდე დასრულდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
“ბეწვის ხიდის“ დაზიანების შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში წერდა. ფიცრებისგან გაკეთებული ხიდზე ხის მასალა მოძველებულია.
კასპის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების წარმომადგენლების ცნობით, ამ ხიდზე მოსწავლეებიც მოძრაობენ. მერიაში ირწმუნებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 28 ნოემბრამდე დასრულდება. 28 ნოემბერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.