სამეგრელოში ძაღლების თავშესაფრის მშენებლობაზე სახელმწიფო რმუნებულის ადმინისტრაციაში მოლაპარაკებები დაიწყო

1223

წინა სტატია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“მიუსაფარი ცხოველებისთვის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდთან  კონსულტაცია მიმდინარეობს. საუბარია თანამედროვე სტანდარტების თავშესაფარზე, ისეთი როგორიც შენდება სხვა რეგიონებში“, – ამბობენ სახელმწიფო პრესსამსახურის პრესსამსახურში.

მუნიციპალური განვითარების ფონდში ადასტურებენ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რმუნებულის ადმინისტრაციასთან თავშესაფრის მშენებლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“სამეგრელოს რეგიონთან გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელთა შორის არის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა, თუმცა ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მერკურის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის თანახმად, ზუგდიდში, სავარაუდოდ, 6 200 მიუსაფარი ძაღლია.

ორგანიზაციამ მონიტორინგი მას შემდეგ ჩაატარა, რაც მიმდინარე წლის ორ ივლისს, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ინიციატივით, ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობაზე შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ თანხა თავშესაფრის ასაშენებლად.

ინტერმუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა უკვე დაწყებულია სამცხე-ჯავხეთსა და კახეთის რეგიონებში.