რუსთავის მერის პირველი მოადგილე თანამებობიდან გადადგა

1178

რუსთავის მერის პირველი მოადგილე დავით კეკელიძე თანამებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა, შესაძლოა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამაც დატოვოს.

ჯერჯერობით უცნობია რატომ დაწერა განცხადება კეკელიძემ და დააკმაყოფილებს თუ არა მას რუსთავის მერი.

დავით კეკელიძე მერის პირველი მოადგილის პოსტს 2017 წლის 29 ნოემბერიდან იკავებდა.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე თანამდებობა სამმა მერმა უკვე დატოვა – 12 სექტემბერს – ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, რომელიც გასულ კვირას, გადადგომიდან თვენახევარში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამო დააკავეს, 27 სექტემბერს – ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, რომელიც გადადგომის მიზეზად მაჟორიტარ დეპუტატთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტს ასახელებს, 18 ოქტომბერს კი – ხულოს მერმა გოჩა მელაძემ, რომელსაც გადადგომის მიზეზები ამ დრომდე არ განუმარტავს. ამასთან, 8 ნოემბერს თანამდებობა ზესტაფონის მერის მოადგილემ ბესიკ ლეონიძემაც დატოვა.