ზესტაფონის ვიცემერმა თანამდებობა დატოვა

865

წინა სტატია

ზესტაფონის მერის მოადგილემ ბესიკ ლეონიძემ ორი საათის წინ თანამდებობა დატოვა. პარალელურად კი, მის ადგილზე ახალი ვიცემერი დაინიშნა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ლეონიძე ფეროშენადნობთა ქარხნის თანმაშრომელმა, ელგუჯა კვეტენაძემ ჩაანაცვლა.

ბესიკ ლეონიძემ გადაგომის თაობაზე განცხადება თავად დაწერა. თუმცა, გამოცემა “ქუთაისი პოსტის” ინფორმაციით, მან ეს “დავალება” ცენტრიდან მიიღო.

ასევე, თანანამდებობა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა, შესაძლოა, ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემაც დატოვოს. გამოცემის ცნობით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მერის მოვალეობას ახლადდანიშნული ვიცემერი შეასრულებს.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებიც  მიმდინარეობდა.  მოშიმშილეები კახაბერ მახათაძეს კორუფციასა და სხვადასხვა კომპანიებში ბიზნესწილების ფლობაში ადანაშაულებდნენ.

კახაბერ მახათაძე მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად “ქართული ოცნების”  კვოტით აირჩიეს. თუმცა, მას ზეტაფონის პირველი პირის პოზიცია მანამდეც ეკავა.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე თანამდებობა სამმა მერმა უკვე დატოვა – 12 სექტემბერს – ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, რომელიც გასულ კვირას, გადადგომიდან თვენახევარში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამო დააკავეს, 27 სექტემბერს – ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, რომელიც გადადგომის მიზეზად მაჟორიტარ დეპუტატთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტს ასახელებს, 18 ოქტომბერს კი – ხულოს მერმა გოჩა მელაძემ, რომელსაც გადადგომის მიზეზები ამ დრომდე არ განუმარტავს.